ჯანდაცვა
08/06/2023

რა ვადებში უნდა მიიღოს მოქალაქემ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსებაზე პასუხი?

პაციენტების ნაწილი ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ოპერაციის დაფინანსების პასუხი იგვიანებს.

ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კი განმარტავენ, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიღების ვადები დამოკიდებულია იმაზე, სასწრაფო-დაუყოვნებელია ოპერაცია თუ გეგმიური.

„მატერიალიზებული ვაუჩერის/მიმართვის მომზადების ვადა სასწრაფო-დაყოვნებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში განისაზღვრება 5 დღით, ხოლო გეგმური მომსახურების მიღებისას, მოლოდინის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს, თუმცა, მოლოდინის პერიოდის ხანგრძლივობა სამედიცინო ჩვენებით განისაზღვრება.

სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება (დადებითი ან უარყოფითი) მოსარგებლეს ეცნობება სმს შეტყობინებით,“ - განმარტავენ სააგენტოში.

ამასთნ, თუკი პასუხის მიღება დაგვიანდა ან სხვა პრობლემა შეიქმნა, ოპერაციის დაფინანსების ვადებთან და ლიმიტებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოქალაქეს შეუძლია ჯანდაცვის  სამინისტროს ცხელ ხაზს მიმართოს: 15 05

jandacva.ge 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023