ჯანდაცვა
21/03/2023

რას შეცვლის წამლის ლაბორატორიის გახსნა ფარმაცევტულ ბაზარზე

ქვეყანას ახლო მომავალში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ეროვნული ლაბორატორია ექნება. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თმით, ლაბორატორია უკვე მზადაა და მხოლოდ მისი გახსნის თარიღია შესათანხმებელი.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის თქმით, აღნიშნული სიახლე მისასალმებელია, თუმცა არა გადამწყვეტი, რადგან მთავარია რეგულაციები იყოს ჰარმონიზებული საერთაშორისო სტანდარტებთან.

„ლაბორატორიაში ფიზიკურად ხდება მედიკამენტების შემოწმება, ყველა წამლის ხარისხის კონტროლი არცაა მიზანი. მედიკამენტების ცალკე პარტია ცალკე მოწმდება. კარგია, რომ ლაბორატორიაში მოკლე ვადებში მოხდება მედიკამენტის შემოწმება, მაგრამ მთლიანობაში რომ შეიცვალოს სურათი და კონტროლი გავაუმჯობესოთ, გვჭირდება კანონი ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, შარშანდელთან შედარებით მედიკამენტების ბაზრის შემოწმება გაორმაგებულია, მათ შორის ხარისხის და პროდუქციის არაკანონიერი მიმოქცევის კუთხით, თუმცა მისი თქმით ეს არაა საკმარისი.

ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა გამარტივებული იმპორტის საკითხი და თურქეთის ბაზარი გაიხსნა, თუმცა ამ პროცესის პოზიტიურ შედეგს, რაც  ფასის დაწევაში გამოიხატა, მოჰყვა გარკვეული რისკებიც.

კერძოდ, მედიკამენტების პარტიები გასამმაგდა და შესაბამისად, მეტი რაოდენობის წამლის შემოწმება იქნება საჭირო.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023