ჯანდაცვა
27/09/2023

რეპროდუქციული კლინიკების ლობისტი: რეგულაციების შედეგად ქვეყანას ყოველწლიურად ₾300 მლნ დააკლდება

რეპროდუქციული კლინიკების წარმომადგენლები მათ სფეროში დაგეგმილი რეგულაციების დიდ ნაწილს არ ეთანხმებიან და საკუთარი პოზიციის განსამტკიცებლად სხვადასხვა ეკონომიკური არგუმენტი მოჰყავთ.

საკითხის საკომიტეტო განხილვაზე ადამიანის რეპროდუქციის და ემბრიოლოგიის ასოციაციის ლობისტმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ უხეში დათვლით, რეგულაციების შედეგად მხოლოდ სამედიცინო პროცედურებიდან, რაც უცხოეთიდან ამ სერვისებისთვის ჩამოსული პაციენტებისთვის გაწეულ მომსახურებას ითვალისწინებს, ქვეყანას ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი დააკლდება. საუბარია იმ სამედიცინო ტურისტებზე, რომლებიც ქვეყანაში იტარებენ სხვადასხვა პროცედურას და ამისთვის ქვეყანაში 1-2 თვის განმავლობაში რჩებიან. 

გარდა ამისა, კორძაძის თქმით, ამ რეგულაციამ მომსახურება შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებსაც გაუძვიროს, რადგან კლინიკები, შემოსავლების კლების გამო, ვერ შეძლებენ  თანამედროვე აპარატურის შეძენას.  

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დანაკარგები მოსალოდნელია, თუმცა ქვეყნის ეკონომიკა არასამართლიანი და ხშირად ღირსებაშემლახველი ბიზნესის ხარჯზე ვერ განვითარდება.

„გვესმის, რომ გარკვეული დანაკარგი ქვეყნის ეკონომიკას ექნება, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება არასამართლიანი და ხშირად ღირსებაშემლახველი ბიზნესის ხარჯზე. აქ საუბარი, რა თქმა უნდა, არაა იმ კლინიკურ სექტორზე და დარგის წარმომადგენლებზე, რომლებიც მაქსიმალურად და დიდი ძალისხმევით მუშაობენ იმაზე, რომ ყველა შემთხვევა, რომელიც მათთან მოხვდება, იყოს წარმატებული და ამიტომაა მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ. თუმცა ამის მიღმა მიდის მთელი რიგი პროცესები, რაც ჯანდაცვის სფეროს ინტერესებს და კომპეტენციას სცილდება. ამდენად, საერთო ანალიზის შემდეგ ჩაითვალა, რომ ეს რისკები არის იმდენად მაღალი რისკი, რომ ეკონომიკური წილი ამ შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: კანონპროექტის თანახმად, სუროგაცია კომერციული საქმიანობის სფერო აღარ იქნება და მთლიანად ქველმოქმედების სფეროში ექცევა. კანონპროექტის თანახმად, ფინანსური თუ სხვა სახის სარგებელი ითვალისწინებს მხოლოდ კომპენსაციას სუროგატის დახარჯული დროისთვის, დისკომფორტისთვის, ასევე სამედიცინო ხარჯებისთვის. იკრძალება სუროგაციის და ინვიტრო განაყოფიერების სერვისების მიწოდება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023