ჯანდაცვა
23/05/2023

"სახარჯ მასალებთან დაკავშირებულმა რეგულაციამ სამედიცინო პროფილის კომპანიები ასიათასობით ლარით აზარალა"

სამედიცინო სახარჯ მასალასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა სხვადასხვა მწარმოებლის გამოშვებული, ხარისხიანი სტენტების გამოყენება შეზღუდა. ამასთან,  რეგულაციები დარგისთვის პრაქტიკულად მოულოდნელად, მოკლე ვადაში ამოქმედდა. ამან კი დააზარალა კლინიკები და პროდუქციის რეალიზატორი კომპანიები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ შეძენილი იმ მწარმოებლების პროდუქცია, რომლებიც რეგულაციებიდან ამოიღეს.

ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანიის 4Hospitals-ის კომერციულმა დირექტორმა გიგა კოხრეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახარჯ მასალებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ევროპაში 2018 წელს შექმნილი სტანდარტი, რის შედეგადაც ათეულობით მწარმოებელი, რომელთა პროდუქციის გამოყენებაც საქართველოში დაშვებული იყო, 5 მწარმოებლამდე დავიდა.

„ბრძანებით შემოიღეს რეგულაცია, რომელმაც 2018 წლის გაიდლაინი დაამტკიცა და რომლითაც, 5 კომპანიის გარდა, სხვა მწარმოებლის გამოშვებული სტენტები, რომლებიც ხარისხიანია, ხმარებიდან ამოიღეს. გამოვიდა, რომ  ეს პროდუქცია ჩამოსაწერია. ამ დროს კი კლინიკებსა და რეალიზატორ კომპანიებს მარაგები ჰქონდათ შექმნილი, რომლებიც უბრალოდ გადასაყრელი გახდა. შედეგად, მათ ასი ათასობით ლარის ზარალი მიადგათ. ძალიან ხისტი ბრძანებაა, რომელიც ლავირების საშუალებას არ იძლევა. ყველაზე მკაცრად კი ეს რეგულაცია სტენტებს შეეხო,“ –  განმარტა კოხრეიძემ და აღნიშნა, რომ საპროტეზო მასალისა და თვალის ბროლის შემთხვევაში პრობლემა უფრო ნაკლებია, რადგან ამ მასალის გამოყენებისთვის სერტიფიკატის არსებობა საკმარისია.

მისი თქმით, მანამდე გაიდლაინი არ არსებობდა და კლინიკები გამოიყენებდნენ სხვადასხვა მწარმოებლის სტენტებს – მათ შორის როგორც წამლიანს, ისე უწამლოსაც, თუმცა ახალმა რეგულაციამ უწამლო სტენტის გამოყენება აკრძალა, რასაც გიგა კოხრეიძე დადებითად აფასებს.

 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023