ჯანდაცვა
18/05/2023

სამედიცინო სერვისების ხარისხზე კონტროლის გამკაცრების მიზნით მთავრობა ახალ ეროვნულ საბჭოს ქმნის

საქართველოში კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭო იქმნება.

ორგანოს სრული სახელწოდებაა ,,კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) და დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკლევის შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭო“.

ორგანოს შექმნის მიზნით მინისტრის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.

საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის განვითარება და სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება; გაიდლაინების, პროტოკოლებისა და გზამკვლევების შემუშავების, განხილვის, დამტკიცებისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია, მათი ეტაპობრიობისა და გეგმურობის უზრუნველყოფა; კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების დანერგვის პროცესის ზედამხედველობა, განხორციელებისათვის საჭირო რესურსების განსაზღვრა.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან წარმომადგენლები სამინისტროდან, მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, სამედიცინო სფეროს დარგობრივი ასოციაციებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023