ჯანდაცვა
28/07/2023

სამინისტრო: თურქეთში წამლების გაძვირება საქართველოში მედიკამენტების ფასზე არ აისახება

თურეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებებს აკეთებს. უწყება აღნიშნავს, რომ თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე არ აისახება.

"თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები, თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მედიკამენტების ფასები 2022 წელს რამდენჯერმე დაკორექტირდა, თუმცა ლირასთან მიმართებით, ლარის კურსის გამყარების გამო, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, საქართველოში, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია. თურქული ფარმაცევტული ბაზარი, საქართველოსთვის, 2022 წლის იანვარში გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე ზოგავს," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

შეგახსენებთ: მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთი წამლების ფასებისთვის ევროს კურსს 30,5%-ით ზრდის. შედეგად კურსმა 14,04 ლირამდე მოიმატა.

წამლებზე ფასების ზრდამ შესაძლოა მეტი ბიძგი მისცეს ინფლაციას, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, კიდევ უფრო გაღრმავდება ლირის გაუფასურებისა და გადასახადების გაზრდის შედეგად.

ეკონომისტები ინფლაციის პროგნოზს 2023 წლის ბოლოსთვის 38 %-დან 60%-მდე ზრდიან.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების გაცვლითი კურსის განახლება წელიწადში ერთხელ ხდება.

 jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023