ჯანდაცვა
21/06/2023

საყოველთაო ჯანდაცვა ორსულთათვის - რა პირობებია კერძო დაზღვევით მოსარგებლეებისთვის

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს მშობიარობის, საკეისრო კვეთის, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისა და მელოგინეთა სეფსისის მკურნალობის ხარჯებს.

დაფინანსების მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ყველა ორსულს.

პროგრამით სარგებლობენ:

საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები.

თუ ორსული 18 წლამდე ასაკისაა, წარმოდგენილი უნდა იყოს პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა;

ამასთან, სახელმწიფო აფინანსებს:

• პირადობის ნეიტრალური მოწმობის მფლობელებს; ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებს; საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს; საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირებს; ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს შემდეგი ლიმიტის გათვალისწინებით:

 

•  ფიზიოლოგიური მშობიარობა – 500 ლარი;

•  საკეისრო კვეთა – 800 ლარი.

თუ ორსული კერძო დაზღვევით სარგებლობს, მასზე სახელმწიფო ჯანმრთელობის აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება მაინც ვრცელდება. გამონაკლისია საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული, რომლის დაფინანსების ოდენობა და სახე მისი სადაზღვევო პაკეტით განისაზღვრება.

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, ბენეფიციარის კატეგორიიდან გამომდინარე, DRG–ის ღირებულების 70%, 80% ან 100%-ით ფინანსდება.

 მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა ანაზღაურდება სრულად, DRG–ის შესაბამისად.

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისა და მელოგინეთა სეფსისის მკურნალობის ხარჯების სახელმწიფოს მიერ დაფინანსება ვრცელდება კერძო დაზღვევის მქონე პირებზეც.

საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირზე:

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯები ფინანსდება ბენეფიციარის კატეგორიიდან გამომდინარე - DRG ღირებულების 70-80-100%-ით;

მშობიარობა - 500 ლარით;

საკეისრო კვეთა - 800 ლარით.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023