ჯანდაცვა
20/05/2023

შედეგებზე მიბმული ანაზღაურება ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს - კვლევა

შოტლანდიაში მდებარე, აბერდინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ შედეგებზე მიბმული ანაზღაურება თანამშრომლებში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

გაზეთ Independent-ის მონაცემებით, კვლევებით დადგინდა, რომ წნევის, გულსისხლძარღვთა და ფსიქიკური პრობლემები ყველაზე ხშირად გვხვდება იმ თანამშრომლებში, რომელთა ანაზღაურებაც მათი მუშაობის შედეგებზეა დამოკიდებული.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ფიბრინოგენის დონე, რომელიც სტრესს უკავშირდება, იმ თანამშრომლების სისხლში მატულობს, რომელთა შემოსავლებიც მათ  პროდუქტიულობაზეა დამოკიდებული.

კვლევის ერთერთი ავტორის, პროფესორ ქით ბენდერის თქმით, კვლევამ გამოავლინა ფიზიკური გამოფიტვის ნიშნები იმ ადამიანებში, რომლებიც ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს მიხედვით იღებენ.

ბენდერის განცხადებით, ქრონიკული სტრესი და სისხლის მაღალი წნევა ყველაზე ხშირად მამაკაცებში ვლინდება. ყოველივე ამის საფუძველზე პროფესორი მოუწოდებს დამსაქმებლებს, მიიღონ ზომები ამ მიმართულებით.

კიდევ ერთი მკლვევარის, დენიელ ფოუელის თქმით, ამ მდგომარეობამ შესაძლოა ადამიანებში ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება გამოიწვიოს.

თუმცა მეორეა საკითხის ფინანსური მხარე  და დასაქმებულის შემოსავლები. მენეჯმენტის სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ შრომის შედეგებზე მიბმული ანაზღაურება განაპირობებს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ დასაქმებულის შემოსავლების ზრდასაც.

ორგანიზაციების უმეტესობისთვის მუშაობის შედეგებთან საკადრო ხარჯების მჭიდროდ დაკავშირება მნიშვნელოვანია. ამასთან, ცნობილია, რომ შედეგებზე მიბმული ანაზღაურების სქემების დანერგვა ზრდის შრომის ნაყოფიერებას დაახლოებით 15-35%-ით, მაშინ, როცა ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში თანამშრომლები ძირითადად აკეთებენ მხოლოდ იმდენს, რამდენიც საჭიროა სამსახურის შენარჩუნებისთვის. კომპანიების დიდი ნაწილი გაყიდვების სფეროში დასაქმებულებს საბაზისო ხელფასთან ერთად უხდის საკომისიოებსაც. ასევე ფართოდაა გავრცელებული ანაზღაურების ზრდა დამსახურებისათვის, როგორც დამატებითი სტიმულირების საშუალება. ეს გულისხმობს ცალკეული თანამშრომლისთვის საბაზისო ხელფასის ზრდას ინდივიდუალური შედეგების მიღწევისთვის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023