ჯანდაცვა
09/10/2023

სტომატოლოგია ძვირდება და სადაზღვევო ბაზართან ერთად ვითარდება

სტომატოლოგიის დარგის განვითარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო დაზღვევის განვითარებამ. ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა სტომატოლოგიას არ ფარავს, კერძო დაზღვევით  მოსარგებლე ადამიანების უმრავლესობა კი ახალგაზრდა, დასაქმებული მოქალაქეები არიან, რომლებიც სადაზღვევო პაკეტების არჩევისას ერთერთ პრიორიტეტად სტომატოლოგიას განიხილავენ. 

„ის, რომ სადაზღვევო პაკეტების შერჩევისას ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ მაგალითად ონკოლოგიაზე და მეტად - სტომატოლოგიაზე, მარტივად აიხსნება: კერძო დაზღვევის მომხმარებლები ძირითადად ახალგაზრდები არიან. ახალგაზრდა კი ნაკლებად ფიქრობს, რომ მას კიბო დაემართება, თუმცა ზუსტად იცის, რომ სტომატოლოგიური მომსახურება დასჭირდება,“ - განაცხადა ალხანიშვილმა. 

რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, ფასები წლიდან წლამდე იზრდება, რაც პირველ რიგში ქირურგიას უკავშირდება, რადგან ეს დარგი სრულადაა დამოკიდებული იმპორტირებულ მასალებზე. 

„სტომატოლოგიაში ფასები არასდროს იქნება დაბალი. ესაა დარგი, რომელიც მთლიანად მასალებსა და ტექნილოგიებზეა მიბმული, ის სწრაფად იცვლება  და მუდმივად მზარდია. ქირურგია ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, რომელიც 100%-ით იმპორტირებულია. თერაპიის კუთხით კი ამ ფაქტორს შედარებით მცირე როლი აქვს. ამიტომაც გამიჭირდება იმის თქმა, პროცენტულად რამდენად გაძვირდა სტომატოლოგია საქართველოში,“ - განაცხადა ზურაბ ალხანიშვილმა.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023