ჯანდაცვა
14/06/2023

თამარ გაბუნია: ჩვენი მიზანია, რეგულირების სააგენტოს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა ჰქონდეს

„ჩვენი მიზანია რეგულირების სააგენტოს  ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა ჰქონდეს,“-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2"-თან  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა შეტყობინების გარეშე ინსპექტირება, რაც საზღვარგარეთ აპრობირებული მეთოდია. ვინაიდან, როდესაც რეგულირების სააგენტოში პაციენტის საჩივარი შედის,  სააგენტო სასამართლოს მიმართავს, რომელიც 72 საათში აკმაყოფილებს მოთხოვნას.

თუმცა გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ამის პარალელურად სასამართლოდან კლინიკას ეგზავნება შეტყობინება და შესაბამისად  კლინიკა ემზადება შემოწმებისთვის, რაც გაბუნიას განმარტებით, არაზუსტ სურათს ქმნის.

„ზოგიერთი კლინიკა, სასამართლოს გადაწყვეტილებას  ასაჩივრებს და ინსპექტირებას დროში აჭიანურებს. ეს რა თქმა უნდა ეჭვს ბადებს, რომ კლინიკა ცდილობს ინსპექტირების პროცესი რაც შეიძლება გადაავადოს.“ -აცხადებს გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,ასევე ცვლილებებია ლიცენზიებისა და ნებართვის შეჩერების საკითხზეც. დღეისათვის ლიცენზია და ნებართვა გარკვეული პერიოდისა და ეტაპების გავლის შემდეგ შეიძლება გაუქმდეს.

"მაგალითად, თუ კლინიკა  გადაცდომისთვის სამჯერ დაჯარიმდა, უკვე დგება საკითხი, რომ საერთოდ ჩამოერთვას როგორც ლიცენზია, ასევე ნებართვა.

ამ სამი დაჯარიმების განმავლობაში კლინიკა კვლავ ფუნქციონირებს, რაც პაციენტისთვის სარისკოა და საჭიროა აღნიშნულ პროცესში ცვლილების შეტანა,"-აცხადებს გაბუნია.   

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023