ჯანდაცვა
17/02/2023

"თუ კლინიკები სანიტრებს ხელფასებს არ გაუზრდიან, საკითხში სახელმწიფო ჩაერევა"

თუ კლინიკები ექთნებისთვის ხელფასების ზრდასთან ერთად ანაზღაურებას სანიტრებსაც არ გაუზრდიან, ჯანდაცვის სამინისტროს მოუწევს მინიმალური ხელფასის რეგულაცია ამ კატეგორიისთვისაც დააწესოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა.

„როცა ექთნებისთვის გავზარდეთ საათობრივი ანაზღაურება, ამანაც ქილიკიც კი გამოიწვია, რადგან სანიტრისთვის ძალიან დაბალი იქნებოდა. დავაკვირდებოდით, რომ პროპორციულად გამოგვყებოდნენ კლინიკები. ჩავთვალე, რომ თუ ექიმს და ექთანს გაუზრდიდნენ, პროპორციულად უნდა გაეზარდათ სანიტრებისთვისაც. თუ ეს ტენდენცია არ იქნება,  მოგვიწევს ამის გაკეთება,“- განაცხადა მინისტრმა სანიტრებისთვის მინიმალური ხელფასების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას.

მისი თქმით, გაზრდილი ანაზღაურების გადახდისგან თავის არიდების მიზნით კლინიკების მხრიდან იყო შემთხვევები, როცა ისინი მიმართავდნენ პერსონალის დაქვეითებას ან გადანიშვნას, თუმცა როცა დაინახეს, რომ ხდება ამის ონლაინ-კონტროლი, მიხვდნენ,  რომ ამას აზრი ეკარგება. ამიტომ, მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კლინიკებმა თავად მიიღონ სანიტრებისთვის ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილება და სამინისტროს ჩარევა არ მოუწიოს.

მინისტრის განცხადებით, რამდენიმე თვე კიდევ დააკვირდებიან, გაზრდიან თუ არა კლინიკები ხელფასებს სანიტრებისთვის, და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„რამდენიმე თვე დავაკვირდებით. როცა ნახეს, რომ შეგვიძლია ონლაინ ვაკონტოლოთ, გადანიშვნებს და დაქვეითებას აზრი ეკარგება და იქნებ არ მოგვიწიოს ჩარევა,“ – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

jandacva.ge 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023