ჯანდაცვა
11/04/2023

თურქული ბაზრის გახსნამ ევროპიდან იმპორტირებული მედიკამენტების ნაწილიც გააიაფა

ბაზარზე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც თურქეთიდან იმპორტირებული კონკრეტული მედიკამენტის გაიაფების გამო სხვა ქვეყნიდან შემოტანილი, იგივე მწარმოებლის მიერ გამოშვებული ანალოგიური მედიკამენტებიც მკვეთრად გაიაფდა.

ერთერთი ასეთი პრეპარატია „ქსარელტო“, რომლის ღირებულება (28-აბიანი შეფუთვა) თურქეთის ბაზრის გახსნამდე 200 ლარს აღემატებოდა, თურქეთიდან გამარტივებული იმპორტის დაწყების შემდეგ კი თურქული ბაზრიდან შემოტანილი ეს მედიკამენტი მკვეთრად გაიაფდა და მაგალითად 20 მგ-იანი, 28-ტაბლეტიანი შეფუთვის ღირებულება 36 ლარი გახდა. თურქეთიდან შემოტანილი „ქსარელტოს“ გაიაფების კვალდაკვალ ფასი დაეცა ევროპიდან იმპორტირებულ იგივე წამალზე, რომელიც ახლა 59 ლარი ღირს.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი მარგველაშვილის თქმით, მას კონკრეტულ მედიკამენტებზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ლოგიკურია, რომ რიგ შემთხვევებში ასეც მოხდეს, რადგან მაღალფასიან მედიკამენტებს აღარავინ იყიდის იმ დროს, როცა ბაზარზე არის ბევრად იაფფასიანი იდენტური მედიკამენტი, რომელიც იგივე კომპანიის მიერაა წარმოებული და განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ისინი თურქეთის ბაზრიდანაა შემოტანილი.

აღნიშნული ტენდენცია თურქული ბაზრის გახსნის დადებითი „გვერდითი“ მოვლენაა, თუმცა, მარგველაშვილის თქმით, შესაძლოა ბაზარზე მივიღოთ ამ პროცესის მეორე, ნეგატიური მხარეც, რაც შეიძლება მედიკამენტების დეფიციტში გამოიხატოს.

„თურქეთის ბაზრიდან ჩვენთან შემოდის მედიკამენტები, რომლებიც იქ ზედმეტობითაა. მოგეხსენებათ, თურქეთი სხვა ქვეყნებს აწვდის იმ მედიკამენტებს, რომლებიც მას საკუთარ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ მორჩება. ეს ონლაინ-რეჟიმში კონტროლდება და როცა თურქეთის მთავრობა დაინახავს, რომ მოსახლეობისთვის კონკრეტული მედიკამენტი საკმარისია, რაც ზედმეტობაა, იმ წამლების ექსპორტზე გასცემს ლიცენზიას. ასეთი წამლების რაოდენობა კი შეზღუდულია,“ – განმარტა მარგველაშვილმა.

დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით მარგველაშვილმა რეფერენტულ ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ კომპანიებმა არ დაკარგონ საქართველოში კონკრეტული მედიკამენტების იმპორტის ინტერესი, ფასი უნდა იყოს შესაბამისი. სწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით შევიდა ცვლილებები რეფერენტული ფასების განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით უწყებათაშორის კომისიას ეძლევა უფლება, ფასი რეფერენტული ფასწარმოქმნის ფორმულის მიღმა, ინდივიდუალურ რეჟიმში დაადგინოს.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023