ჯანდაცვა
31/03/2023

ზურაბ აზარაშვილი: 1-2 წელში საყოველთაო ჯანდაცვის უნივერსალური, იდეალური პროგრამა გვექნება

ერთ-ორ წელიწადში გვექნება საყოველთაო ჯანდაცვის უნივერსალური, იდეალური პროგრამა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი რუსთავზე“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროგრამის ამოქმედებამდე, ანუ 2013 წლამდე, მოქალაქეებს საკუთარი ჯიბიდან უწევდათ სერვისების ღირებულების 70%-ის გადახდა, რის გამოც ყიდდნენ ქონებებს და სახლებს. მინისტრის განცხადებით, სწორედ აქედან წამოვიდა იპოთეკური სესხების პრობლემა.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვამ ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მათ აღარ უწევთ ქონებების გაყიდვა სამედიცინო მომსახურებების მისაღებად. მინისტრის შეფასებით, პროგრამა ძალიან წარმატებული და შედეგიანია და იმ ეტაპზეა, როცა 1-2 წელიწადში გვექნება უნივერსალური და იდეალური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისებს უფინანსებს, ტარიფები და ბიუჯეტიდან გადახდები კი ადეკვატურია.

ამას გარდა, აზარაშვილის თქმით, იმ პერიოდის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო დერეგულირებული ბაზარი, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დღესაც პრობლემას უქმნის.

„სწორედ დერეგულირებული ბაზრის შედეგია ის, რაც ხარისხის და გადახდების, ასევე სხვადასხვა კონტროლის მექანიზმის კუთხით დღესაც გვიქმნის პრობლემას. დერეგულირებული ბაზარია დღესაც, რის გამოც ჩვენ სხვადასხვა რეგულაციას ვაწესებთ. იცით, რომ ხარისხთან დაკავშირებით სხვადასხვა გამოწვევა და პრობლემებია. ასევე პანდემიის დროს დავინახეთ, რომ ხარისხთან დაკავშირებით გადადგმულია დიდი ნაბიჯები, და აქედან გამომდინარეა, რაც წინა წელს დავიწყეთ და 2025 წლიდან ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაშია ჩართული, ვალდებული იქნება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტი ჰქონდეს. გადახდასთან დაკავშირებით ხარვეზები მოვაწესრიგეთ „დიარჯის“ შემოღებით, ტარიფები სამართლიანი გახდა და კიდევ უფრო გადავაზღვიეთ მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდა. შედეგად მათ აღარ უწევთ დამატებითი გადახდა ხელოვნურად შექმნილ ე.წ. „ვიპ სერვისებში“. საერთო ჯამში ეს ყველა ცვლილება მოგვცემს იდეალურ საყოველთაო ჯანდაცვას, რომელსაც სულ მალე მივიღებთ,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

jandacva.ge 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023