ჯანდაცვა
25/10/2022

ზურაბ აზარაშვილი: კლინიკები პაციენტებს ჯიბიდან დამატებით თანხას ვეღარ გადაახდევინებენ

პირველი ნოემბრიდან DRG მოდელი ამოქმედდება და კლინიკებისთვის დაფინანსების წესი შეიცვლება.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, DRG მოდელი ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით საპილოტე რეჟიმში იმუშავებს, 2023 წლის იანვრიდან კი სანქციები ამოქმედდება, რა დროსაც კლინიკების მხრიდან წესის დარღვევის შემთხვევაში პირველ ეტაპზე ჯარიმა განისაზღვრება, განმეორებისას კი, ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშებიან.

"კონკრეტულ სამედიცინო მომსახურებაზე, პაციენტის კლინიკაში შესვლიდან, იქ მკურნალობისა და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით ტარიფი გამოითვლება DRG მეთოდოლოგიით. 1-ელი ნოემბრიდან მზად ვართ, ეს სისტემა გავუშვათ და კლინიკები, ვისაც სურვილი ექნება, ამ სისტემის მიხედვით მოხდეს თანხების ანაზღაურება, პაციენტებს ჯიბიდან დამატებით თანხებს ვეღარ დაუწესებენ, გარდა იმისა, რაც განსზღვრული იქნება ჩვენი ბრძანებით, ეს სხვადასხვა მოქალაქეების ჯგუფების მიხედვით განსხვავდება 0-დან 30%-მდე", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. 

მისი თქმით, 2023 წლიდან, რა დროსაც სანქციები ამოქმედდება, კლინიკები მკაცრად გაკონტროლდებიან. 

"ზოგჯერ იყო შემთხვევა, როდესაც ფინანსური მოტივაციიდან გამომდინარე პაციენტის სამკურნალოდ იმაზე მეტი ჩარევა ხდებოდა, ვიდრე საჭირო იყო. DRG სისტემა კი ამ ყველაფერს დააზღვევს", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. 

სამედიცინო სერვისების თანხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომელიც 2023 წელს 80 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 900 მლნ ლარს შეადგენს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023