ჯანდაცვა
17/02/2023

ზურაბ აზარაშვილი: საქართველოში იმაზე სამჯერ მეტი აფთიაქია, ვიდრე ქვეყანას სჭირდება

ქვეყანაში კლინიკების არასაჭირო, ჭარბი რაოდენობის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი აფთიაქების სიჭარბეზეც საუბრობს.

როგორც დღეს ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანას იმაზე სამჯერ მეტი აფთიაქი აქვს, ვიდრე რეალურად სჭირდება და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს წამლების დეფიციტის ერთერთი მიზეზი.

„იმისთვის, რომ დეფიციტი არ შეიქმნას, სხვადასხვა მექანიზმი უნდა ჩაერთოს.  საკმარისი არაა მხოლოდ რეგულაციები. თუ დღეს რომელიმე მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტები გვექმნება, სპეციალური ჯგუფი გავაკეთეთ, სადაც შემოდის ზარები და პრეტენზიები, როცა კონკრეტულ მედიკამენტებს კონკრეტული აფთიაქები არ გასცემენ. ცალკე პრობლემაა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი აფთიაქია – იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე ქვეყანას სჭირდება და ამ აფთიაქების გაფანტულობის გამოც შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი ეს პრობლემები. აქ შეიძლება მცდელობებთან გვქონდეს საქმე, მაგრამ რეაგირება და მონიტორიგნი კარგად მუშაობს,“ – განაცხადა მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იგეგმება თუ არა რაიმე რეგულაცია ამ სიტუაციის შეცვლისთვის.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023