ჯანდაცვა
24/03/2023

ზურაბ ვადაჭკორია: ჩვენ გვაქვს ექიმის მომზადების ამერიკული პროგრამა, რომელსაც ანალოგი არ აქვს რეგიონში

სამედიცინო განათლების სფეროში, ჩვენი ფასი ყველაზე მაღალია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, ჩვენ გვაქვს ისეთი ფასი საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომელიც აღემატება ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტების ფასებსაც კი, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განუცხადა.

მისი თქმით, მაღალ ფასს განაპირობებს სწავლის ხარისხი.

„მიუხედავად მაღალი ფასისა, ჩვენს უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების რიცხვი ყოველწლიურად მზარდია. ამას ვუკავშირებთ განათლების უმაღლეს ხარისხს, რომელსაც მათ ვაწვდით და ასევე, მრავალფეროვან პროგრამებს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ექიმის მომზადების ამერიკული პროგრამა, რომელსაც ანალოგი არ აქვს რეგიონში და ეს დიდ ინტერესს იწვევს. 

გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ გაზრდილ მოთხოვნას განაპირობებს ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებები, რომლებსაც ისინი არა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში აღწევენ“, - განმარტა ზურაბ ვადაჭკორიამ.

მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განათლების ექსპორტს აკეთებს და დღეს უკვე, მისი ცნობადობა ძალიან მაღალია მთელ მსოფლიოში.

ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 81 ქვეყნის წარმომადგენლები სწავლობენ. პროგრამების ძირითადი ნაწილი ინგლისურენოვანია, მცირე ნაწილი და კი - რუსულენოვანი (ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის).

საერთაშორისო სტუდენტების სიმრავლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გამოირჩევა, რომელმაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვა ჯერ კიდევ 1996 წლიდან დაიწყო, ხოლო 2009 წლიდან ამ დრომდე, მათი რიცხვი თითქმის 18-ჯერ გაზარდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023