მსოფლიო
12/05/2021

2021 წელს 90-ზე მეტი ახალი ავიაკომპანია ამოქმედდება

2021 წლის ბოლომდე 90-ზე მეტი ახალი კომპანია დაიწყებს ოპერირებას. მათმა უმეტესობამ დაფინანსება უკვე მოიპოვა, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი კომპანია Avolon Holdings-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც თვითმფრინავების იჯარით არის დაკავებული.

როგორც მასალიდან ირკვევა, ახალი ავიაკომპანიები გამოჩნდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ახალი ავიაგადამზიდავი დაფუძნებულია იმ კომპანიებზე, რომლებმაც პანდემიის დროს საქმიანობა შეაჩერეს. მეწარმეების უმეტესობა, რომლებიც ავიაკომპანიებს აფუძნებენ, იმედოვნებენ, რომ თვითმფრინავებს შედარებით დაბალ ფასად შეიძენენ და აეროპორტში განათავსებენ. 

აშშ-ში ორი ახალი ავიაკომპანია Avelo Airlines-ი და Breeze Airways-ი გეგმავენ ფრენებს იმ მარშრუტებზე, რომლებსაც მსხვილი გადამზიდავები უგულებელყოფენ. ავიაკომპანია Breeze Airways-ი ოპერირების დაწყებას შარშან აპირებდა, მაგრამ ავიაკომპანიის ამუშავება პანდემიის გამო გადაიდო.

გლობალური მასშტაბით კი მოგზაურობასთან დაკავშირებული ვითარება უფრო რთულად გამოიყურება. გასული წლის დასაწყისიდან 40 -ზე მეტმა ავიაკომპანიამ მოთხოვნის შემცირების გამო ფუნქციონირება შეაჩერა ან შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფრენებზე, მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში, მოთხოვნა გაიზარდა, მოგზაურობების რაოდენობა ჯერ არ დაბრუნებულა პრე-პანდემიის დონეზე. გადამზიდავების უმეტესობა კვლავ კარგავს უზარმაზარ თანხებს.

 

წყარო: AviaNews

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023