მსოფლიო
27/04/2023

2027 წლისთვის აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გაორმაგებას გეგმას

აზერბაიჯანი გეგმავს, ევროკავშირის ბაზარზე გაზის მიწოდება გააორმაგოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა. ეს განცხადება ილჰამ ალიევმა იმ ღონისძიებაზე გააკეთა, რომელზეც ხელი მოეწერა მემორანდუმს Bulgartransgaz-ს (ბულგარეთი), Transgaz-ს (რუმინეთი), FGSZ-ს (უნგრეთი, Eustream-ს (სლოვაკეთი)  და SOCAR-ს შორის   თანამშრომლობის წახალისების შესახებ.

აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ევროკავშირში აზერბაიჯანში გაზის ექსპორტი წელს ქვეყნის გაზის მთელი ექსპორტის ნახევარს მიაღწევს.

„გასული წლის ივლისში აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ  ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. ამ მემორანდუმის საფუძველზე ვგეგმავთ, 2027 წლისთვის გავაორმაგოთ გაზის მიწოდება ევროკავშირისთვის. 2021 წელს ევროპას 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მივაწოდეთ. წელს ჩვენი მიზანი 12 მილიარდია. ეს არის თითქმის ნახევარი ჩვენი საერთო ექსპორტიდან, რომელსაც წელს 24,5 მილიარდი კუბურ მეტრამდე ველოდებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მოპოვება და ექსპორტი გაიზრდება, რადგან ჩვენ გავზრდით მოპოვებას არსებულ საბადოებზე და უახლოეს წლებში ველოდებით ბუნებრივი გაზის მოპოვებას ახალ საბადოებზე,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023