მსოფლიო
26/07/2022

$3.9 მლრდ–იანი გარიგება One Medical–თან – Amazon–ი ჯანდაცვის მიმართულებას აფართოებს

Amazon–მა განაცხადა, რომ შეთანხმება დადო კომპანია One Medical-ის შეძენის შესახებ, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $3.9 მილიარდია.

One Medical არის პირველადი ჯანდაცვის სერვისი, რომელიც მომხმარებელს "ვირტუალურ ზრუნვაზე" 24/7 წვდომას სთავაზობს. კომპანია ძირითადად აშშ-ს ბაზარზე ოპერირებს და 8000-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს.

როგორც CNN–ი წერს, ნილ ლინდსიმ, Amazon Health Services-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ელექტრონული კომერციის გიგანტი Amazon იქნება ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს ჯანდაცვის ინდუსტრიის გარშემო გამოცდილებას.

One Medical-ი ერთ-ერთი უდიდესი შენაძენი იქნება Amazon-ის ისტორიაში, რისი საშუალებითაც, კომპანია მოიპოვებს წვდომას ფიზიკური ჯანმრთელობის კლინიკებზე.

შეგახსენებთ, რომ Amazon–მა 2018 წელს შეიძინა ონლაინ აფთიაქი PillPack და მოგვიანებით შექმნა საკუთარი ციფრული აფთიაქი შეერთებულ შტატებში. ამასთან, თანამშრომლობდა JP Morgan Chase-თან და Berkshire Hathaway-თან, რათა უზრუნველყოს უკეთესი ჯანდაცვის სერვისები და დაზღვევა დაბალ ფასად.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023