მსოფლიო
25/07/2023

აბუ-დაბიში მზის ენერგიაზე მომუშავე გამაგრილებელი კაბინები დამონტაჟდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიწოდების სერვისში ჩართული პირებისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე, კლიმატკონტროლირებადი სადგურები განთავსდა.

ზაფხულის მცხუნვარე სიცხეში შესვენებისა და გაგრილებისთვის განკუთვნილი მზის ენერგიაზე მომუშავე სამი კაბინა აბუ-დაბიში დამონტაჟდა.

ეკოლოგიურად სუფთა კაბინებში განთავსებულია დასაჯდომები, წყლის დისპენსერები, კონდიციონერი და მობილური ტელეფონის დამტენები.

”ჩვენ შეგვიძლია აქ ჩამოვსხდეთ, შევისვენოთ და გავგრილდეთ, რაც ასეთ სიცხეში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ამბობს Reuters-თან მიწოდების სერვისის ერთ-ერთი  თანამშრომელი აბდელრაჰმან ჯამილი.

ინიციატივა, კამპანია „ზაფხული ერთად“ ნაწილია, რომელიც საამიროებში ორგანიზაცია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაერთიანებულმა კომიტეტმა“ საკვების მიმწოდებელ კომპანია Talabat-თან თანამშრომლობით წამოიწყო. კამპანიის მიზანია მწვანე მიზნების გათვალისწინებით, მიწოდების სერვისში ჩართული პირების დახმარება.

ორგანიზაციის განმარტებით, ქვეყნის მდგრადი განვითარების ხედვის შესაბამისად, არსებობს „ამ კუთხით გაფართოების გეგმები“. მით უფრო, რომ ქვეყანა დეკემბერში COP28 კლიმატის სამიტის სამასპინძლოდ ემზადება.

აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, 12:30 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში ღია სივრცეებსა და მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მუშაობასთან დაკავშირებით აკრძალვა აქვს გამოცხადებული. მიზანი სიცხესთან დაკავშირებული დაზიანებებისა და დაავადებების თავიდან აცილებაა.

energynews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023