მსოფლიო
14/01/2021

airBaltic-მა პანდემიის პერიოდში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის 5-ვარსკვლავი მიიღო

ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი გახდა მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის დროს თვითმფრინავებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, Skytrax-გან 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი მიიღო. 

უსაფრთხოების აუდიტი 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა, რომლის ფარგლებში შეფასდა ავიაკომპანიის ქსელში მოკლედისტანციური რეგიონული ფრენების დროს და ასევე რიგის აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე უსაფრთხოების სტანდარტები.

avianews.ge-ს ცნობით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში თვითმფრინავებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ემყარება უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომების ეფექტურობისა და თანმიმდევრულობის შეფასებას, რომელიც airBaltic-მა COVID-19-ის პანდემიის დროს მომხმარებლებისა და პერსონალის უსაფრთხოების მიზნით განახორციელა

”ჩვენ ვამაყობთ, რომ COVID-19-ის პირობებში 5-ვარსკვლავიანი უსაფრთხოების ნიშანი მივიღეთ და ვართ პირველი ავიაკომპანია, რომელმაც Skytrax-გან ასეთი რეიტინგი მიიღო”, – აცხადებენ airBaltic-ში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023