მსოფლიო
14/02/2023

Amazon-ის თვითმართვადი მანქანების განყოფილებამ რობოტაქსი გამოცადა

Amazon-ის თვითმართვადი მანქანების განყოფილებამ Zoox-მა რობოტაქსი გამოცადა.

Zoox-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათ წარმატებით გამოსცადეს რობოტაქსი. მათ თანამშრომლებთან ერთად მოწყობილობით საჯარო სარგებლობის გზაზე იმოძრავეს, რათა ის რეალური მომსახურების პროცესში გამოეცადათ.

Zoox-ის რობოტაქსი სრულად ავტომატიზებული მოწყობილობაა და მისი წინამორბედი რობოტი მანქანებისგან გასხვავებით, საჭისა და პედლების გარეშეა წარმოდგენილი. შიდა სივრცე ოთხ მგზავრზეა გათვლილი, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ სხედან.

ონლაინ საცალო ვაჭრობის გიგანტი Amazon-ი თვითმართვის ტექნოლოგიებზე აქტიურად მუშაობს. კომანიამ Zoox 2020 წელს $1.3 მლრდ-ად იყიდა.

რობოტაქსის წარმატებით გამოცდის მიუხედავად, მისი კომერციული გაშვების თარიღი ჯერ უცნობია.

უნდა ითქვას, რომ ავტომატიზებული ავტომობილების სეგმენტი ისე სწრაფად ვერ განვითარდა, როგორც თავდაპირველად იყო მოსალოდნელი იყო. Ford Motor Co-მ და Volkswagen AG-მა გასულ შემოდგომაზე განაცხადეს, რომ Argo AI თვითმართვის პროექტს ხურავენ და მძღოლის ასისტანსის ტექნოლოგიაზე გადაერთვებიან.

კომპანიები კი, რომლებიც კვლავ განაგრძობენ ამ ტიპის ტექნოლოგიის განვითარებას, მოიცავს General Motors Co-ს Cruise-ს და Alphabet Inc-ის Waymo-ს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023