მსოფლიო
14/09/2021

ამერიკის ბანკი: ცივმა ზამთარმა ნავთობის ფასი ბარელზე შესაძლოა $100-მდე გაზარდოს

ამერიკის ბანკის (BofA) კვლევების მიხედვით, 2022 წლის შუა რიცხვებიდან შესაძლოა ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაიზარდოს.

წერს energynews.ge სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.

ექსპერტების აზრით, თუ ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ცივი იქნება,  შეიძლება აღნიშნულმა გამოიწვიოს მოთხოვნისა და მიწოდების დეფიციტის გაზრდა.

ჩვეულებრივზე ცივმა ზამთარმა შეიძლება გაზარდოს გლობალური მოთხოვნა ნავთობზე 1–2 მილიონი ბარელით დღეში. გარდა ამისა, ზამთარში მიწოდების დეფიციტი ადვილად გადააჭარბებს 2 მილიონ ბარელს დღეში, ნათქვამია BofA-ს ანალიტიკურ კვლევებში.

ბანკმა შეინარჩუნა Brent-ის ფასების პროგნოზი 2021 წლის მეორე ნახევრისთვის – ბარელზე $ 70 ფარგლებში, თუმცა განაცხადა, რომ იგი ელოდება წლის ბოლოსთვის ღირებულების ზრდას ბარელზე $ 75-მდე.

”ჩვენ ვვარაუდობთ ზომიერ დეფიციტს მომდევნო თვეებში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნავთობის ფასების შენარჩუნებას წლის ბოლომდე და შემდგომაც” – წერენ BofA-ს ანალიტიკოსები.

მათი აზრით, ”რისკები მოიცავს COVID-19–ის ახალ ტალღას, ჩინეთში ვალის კრიზისსა და ირანის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ცივი ზამთრის რისკი სწრაფად ხდება ენერგიის ბაზრების ყველაზე მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად.”

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023