მსოფლიო
18/04/2023

Apple ინდოეთში პირველ საცალო მაღაზიებს ხსნის

Apple Inc ინდოეთის დასავლეთ ნაწილში - მუმბაიში პირველ საცალო მაღაზიებს ხსნის.

Apple-ის ახალი მაღაზიის წინ უკვე გრძელი რიგებია. 300-მდე ადამიანი გრძელ რიგში დგას იმ იმედით, რომ პირველი შევა Apple-ის პირველ მაღაზიაში.

”ჩვენ ადრე ვაწყდებოდით დეფიციტს, რადგან ქვეყანში არ იყო პროდუქციის საკმარისი მარაგი და მას სინგაპურიდან ვიღებდით, მაგრამ ახლა ეს აღარ მოხდება, რადგან აქ ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება”, - განუცხადა პურავ მეჰტამ Reuters-ს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იდგა რიგში.

Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი და საცალო ვაჭრობის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი დეირდრე ო'ბრაიენი შეკრებილებს მიესალმნენ და სელფები გადაიღეს. ზოგირთ ვიზიტორს სტივ ჯობსის სტილში მაისურები ეცვა. ერთმა გულშემატკივარმა 1984 წელს გამოშვებული Apple კომპიუტერის პირველი ვერსიაც კი მიიტანა.

მეორე მაღაზია დედაქალაქ დელიში 20 აპრილს გაიხსნება.

ინდოეთში Apple-ს მაღაზიების გახსნა COVID-19 პანდემიის გამო გადაიდო. თუმცა, ქვეყანაში Apple-ის პროდუქტები წლების განმავლობაში იყიდებოდა ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე, როგორიცაა Amazon.com Inc და Walmart Inc's Flipkart-ი.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში სულ უფრო აქტუალური ხდება წარმოების ბაზად ქცევის საკითხი. Apple-ის ზოგიერთი პროდუქტი, მათ შორის iPhone-ები ამ ქვეყანაში ტაივანის საკონტრაქტო ელექტრონიკის მწარმოებლების Foxconn-ისა და Wistron Corp-ის მიერ მზადდება. Apple ასევე გეგმავს, რომ ინდოეთში iPad-ების და AirPods-ის აწყობაც დაიწყოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023