მსოფლიო
29/08/2023

აშშ და ჩინეთი ექსპორტის კონტროლის საინფორმაციო დიალოგზე შეთანხმდნენ

შეერთებული შტატები და ჩინეთი ექსპორტის კონტროლის აღსრულების საინფორმაციო დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდენენ. შეიქმნება ახალი ფორმალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომერციულ საკითხებზე იქნება ორიენტირებული.

ამის შესახებ აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა ვაჭრობის მდივან ჯინა რაიმონდოსა და ჩინეთის კომერციის მინისტრ ვანგ ვენტაოს შორის შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეიქმნება  პლატფორმა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების „პოლიტიკის გაუგებრობის შესამცირებლად“.

„ჩვენ არ მივდივართ კომპრომისზე და არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე” - განაცხადა ჯინა რაიმონდომ.

ჩინეთმა გააკრიტიკა აშშ-ს ძალისხმევა ექსპორტის კონტროლის გზით დაბლოკოს ჩინეთის ხელმისაწვდომობა მოწინავე ნახევარგამტარებზე, თუმცა, როგორც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში აცხადებენ, ეს საკითხი არ არის განკუთვნილი ღია დებატებისთვის.

„ჩვენ შევთანხმდით კომერციული საკითხებზე ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. ფორმალურ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებიან აშშ-ისა და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები და, რაც მთავარია, აშშ-ისა და ჩინეთის კომერციული კერძო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ ვეძებთ გზებს ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებზე შესათანხმებლად და ჩინეთში აშშ-ის კომერციული ინტერესების წინსვლისთვის.

შეერთებული შტატები მზად არის იყოს გამჭვირვალე ექსპორტის კონტროლის აღსრულების სტრატეგიის მიმართ. ჩვენ არ ვაპირებთ კომპრომისებს და არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, მაგრამ ეს არის დიალოგი, სადაც გავზრდით გამჭვირვალობას იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ ექსპორტის კონტროლის აღსრულებაში“ - განაცხადა ჯინა რაიმონდომ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023