მსოფლიო
17/12/2020

აშშ-ს 10 შტატი Google-ს უჩივის

აშშ-ს ათი შტატი, ტეხასის მეთაურობით, Google-ს უჩივის. BBC-ის ინფორმაციით, 10 შტატი ცნობილ გიგანტს ონლაინ სარეკლამო ბაზარზე მონოპოლიის შენარჩუნების მიზნით უკანონო ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს.

სავარაუდო ნაბიჯები მოიცავს Facebook-თან გარიგების დადებას ონლაინ სარეკლამო აუქციონის მანიპულირებისთვის.

Google-ი პრეტენზიებს უარყოფს.

„ჩვენ ჩავდეთ ინვესტიცია სარეკლამო მომსახურებებში, რაც ბიზნესსა და მომხმარებელს სარგებელს მოუტანს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ციფრული რეკლამის ფასები დაეცა. ასევე ეცემა რეკლამირების საფასურიც. ამავდროულად Google–ის სარეკლამო მოსაკრებლები ინდუსტრიაში არსებულ საშუალო მაჩვენებელზე უფრო დაბალია", - განმარტავენ კომპანიაში სარჩელის საპასუხოდ.

საკითხზე Facebook-ში კომენტარს არ აკეთებენ.

სასამართლო პროცესი მიზნად ისახავს Google-ის მიერ ონლაინ სარეკლამო ბაზრის კონტროლს, რომელიც Googl-ის სპიკერის თქმით, გამყარდა 2008 წელს DoubleClick- ის შეძენის შედეგად, მთავარი პროგრამა, რომელსაც გამომცემლები იყენებენ ონლაინ რეკლამირების გაყიდვაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023