მსოფლიო
01/02/2021

Asos-მა £295 მლნ-ად Topshop, Miss Selfridge და სხვა ცნობილი ბრენდები შეიძინა

საცალო ჯგუფმა Arcadia-მ წარუმატებელი მუშაობის შემდეგ, 295 მლნ ფუნტის გარიგებით, ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია Asos-ს ცნობილი ბრენდები Topshop, Topman, Miss Selfridge და HIIT-ი მიყიდა.

BBC-ის ინფორმაციით, Asos-ი დამატებით 30 მლნ ფუნტს გადაიხდის პროდუქციაში, თუმცა მაღაზიებს არ შეიძენს. გარიგება ოფიციალურად 4 თებერვალს შევა ძალაში.

”ბრენდების შეძენა საინტერესოა Asos-ისა და ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მრავალპროფილური პლატფორმის სტრატეგიის დაჩქარებას. ჩვენი მფლობელობით, მათ კიდევ უფრო განვავითარებთ, დიზაინის, მარკეტინგის, ტექნოლოგიისა და ლოგისტიკური ექსპერტიზის გამოყენებით და მჭიდრო თანამშრომლობით დიდ სტრატეგიულ საცალო პარტნიორებთან, დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფილოში,“ – აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკ ბეიტონმა.

გარიგებას ადასტურებენ Arcadia-ს ადმინისტრაციაშიც და განმარტავენ, რომ 300-მდე ადამიანი, რომლებიც ბრენდებში გაყიდვებისა და დიზაინის მიმართულებით მუშაობდნენ, Asos-ში გადადიან. უცნობია რა ელით იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც Topshop, Topman, Miss Selfridge და HIIT–ის მაღაზიათა ქსელში მუშაობდნენ. მთლიანობაში ეჭქვეშ 13,000 სამუშაო ადგილი დგას.

Asos-ს პანდემის პერიოდში გაყიდვების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლი ჰქონდა და უკვე შეძენილი ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი მოვაჭრეა.

 

ფოტო: PA MEDIA

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023