მსოფლიო
28/06/2023

Audi-ს ყოფილ ტოპ-მენეჯერს ბრალი წარუდგინეს

გამონაბოლქვის სისტემის ხარვეზების გამო, Audi-ს ყოფილი ტოპ-მენეჯერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

2008 წელს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში დაწყებულ ერთერთ რეზონანსულ საქმეს, „დიზელის სკანდალს“ ახალი ბრალდებულები ჰყავს.

როგორც ცნობილი გახდა, Audi-ს, Volkswagen-ისა და Porsche-ს ავტომობილებში დაყენებული დეტექტორები, რომელთა ფუნქციაც გამონაბოლქვის შემოწმებაა, რეალურად მხოლოდ დროებით, შემოწმების დროს მუშაობდნენ. სწორედ ამ მიზეზით მიუნხენის სასამართლომ Audi-ს ყოფილ ხელმძღვანელს 1,1 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა და ერთი წლითა და 9 თვით პირობითი პატიმრობა შეუფარდა.

Spiegel-ის ინფორმაციით, რუპერტ შტადლერის მიმართ წარდგენილი ბრალი თაღლითობას გულისხმობს.

გადახდილი ჯარიმა გერმანიის ბიუჯეტსა და რამდენიმე არაკომერციულ ორგანიზაციას ჩაერიცხება. მანამდე შტადლერმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ საკმაოდ დაგვიანდა იმ ავტომობილების გაყიდვის შეჩერება, რომლებიც ბაზარზე გამონაბოლქვის შეცვლილი მაჩვენებლებით გავიდა.

გამოძიების ინფორმაციით, Audi-ს, Volkswagen-ისა და Porsche-ს 400-მდე ავტომობილი ისეა აწყობილი, რომ ისინი გამონაბოლქვზე ტესტს წარმატებით აბარებენ, მაგრამ გზებზე მოძრაობისას დასაშვებზე მეტ მომწავლავ ნივთიერებას გამოყოფენ.

Spiegel-ის მონაცემებით, კომპანიის ხელმძღვანელებს არ სურდათ სპეციალური გამწმენდი ბაკების დაყენება. პროკურორის აზრით, პრობლემა პროგრამული უზრუნველყოფის არასწორი მუშაობა იყო, კერძოდ, სისტემა გამონაბოლქვის კონტროლს მანქანის მოძრაობის დროს თიშავდა და მხოლოდ შემოწმების დროს რთავდა.

გამოძიების მტკიცებით, ამის შესახებ შტადლერმა იცოდა, მაგრამ ხელი არ შეუშალა ამ ავტომობილების გაყიდვას ევოპისა და აშშ-ის ბაზარზე.

აღნიშნულ საქმეზე ბრალი წარედგინა Audi-ს ორ ყოფილ თანამშრომელსაც, რომელთაგან ერთერთს, ძრავების განყოფილების ხელმძღვანელს რეალური პატიმრობა მიესაჯა.

2017 წელს იგივე საქმეზე Volkswagen-ს 8,2 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა.

„ვის დააზარალებდა კორპორაციის ასეთი სიხარბე? როგორც მე მესმის, ესენი არ არიან VW-ის მენეჯერები, რომლებსაც უზარმაზარი ხელფასები და დიდი ბონუსები აქვთ. ყოველთვის პატარა ადამიანი იჩაგრება,“ - განაცხადა მაშინ მოსამსართლემ.

ცნობისთვის: ამჟამად Audi და  Porsche კონცერნ Volkswagen-ის შვილობილი კომპანიებია.

ჯამში „დიზელის სკანდალი“ კონცერნ Volkswagen-ს 30 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023