მსოფლიო
08/10/2020

ავიაკომპანიები პოზიტიურ ფინანსურ მაჩვენებლებს 2022 წლამდე ადრე ვერ დაუბრუნდებიან – IATA

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პროგნოზით, მსოფლიო ავიაკომპანიები პოზიტიურ ფინანსურ მაჩვენებლებს 2022 წლამდე ადრე ვერ დაუბრუნდებიან.

IАТА-ს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში ხარჯები 50%-ზე ცოტა მეტით შემცირდა, კომპანიებმა საქმიანობის შესანარჩუნებლად 51 მლრდ დოლარი დახარჯეს. იმავდროულად კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები თითქმის 80%-ით შემცირდა.

IАТА-ს მონაცემებით, წლის მეორე ნახევარში, ფულადი სახსრების უარყოფითი ნაკადის მოსალოდნელი კლება 77 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც თვეში 13 მლრდ დოლარის, ან წუთში 300,000 დოლარის ექვივალენტურია.

გარდა ამისა, ინდუსტრიაში ნელი აღდგენა ნიშნავს იმას, რომ კომპანიები მომავალ წელს თვეში საშუალოდ 5-6 მილიარდი დოლარის დახარჯვას განაგრძობენ, რის შედეგადაც 2021 წელს ფულადი სახსრების ნეგატიური მოძრაობა 60-70 მილიარდი დოლარი იქნება.

”ისტორიულად, ზაფხულის პიკის სეზონზე გამომუშავებული ფულადი სახსრების გენერირება ხელს უწყობს ავიაკომპანიების მუშაობას ზამთრის ნაკლებად დატვირთულ თვეებში. სამწუხაროდ, გაზაფხულსა და ზაფხულში უსაფრთხოების ბალიშის შექმნა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე დე ჟუნიაკმა.

IATA მთავრობებს მოუწოდებს, რომ ავიაკომპანიების მხარდაჭერა ზამთრის სეზონშიც გააგრძელონ.

 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023