მსოფლიო
12/10/2023

ავტომობილების პროფკავშირმა Ford-ის უდიდესი ქარხანა გააჩერა

United Auto Workers-ის პროფკავშირმა მსოფლიოში Ford-ის უდიდესი ქარხანა დახურა და  მომგებიანი პიკაპების წარმოება შეაჩერა.

UAW-მ განაცხადა, რომ Ford's Kentucky-ის სატვირთო ქარხანაში პროფკავშირის 8700 წევრი გაიფიცა მას შემდეგ, რაც პროფკავშირისთვის ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ნომერ მეორე ავტომწარმოებელმა ხელშეკრულების შემდგომ გაგრძელებაზე უარი განაცხადა. 

ავტომწარმოებლებმა ხელფასების საწყისი შეთავაზება გააორმაგეს, დათანხმდნენ ხელფასების გაზრდას ინფლაციასთან ერთად და დროებითი მუშაკებისთვის ანაზღაურება გააუმჯობესეს, თუმცა, პროფკავშირი კიდევ უფრო მაღალ ხელფასებს ითხოვს. დამატებითი მოთხოვნებია ორსაფეხურიანი სახელფასო სისტემის გაუქმება და პროფკავშირების გაფართოება ელემენტების ქარხნების სამივე კომპანიაში.

UAW პრეზიდენტის შონ ფეინის გადაწყვეტილება - დახუროს Ford Super Duty პიკაპების, Lincoln Navigator-ისა და Ford Expedition SUV-ების ამწყობი ხაზები, დიდი დარტყმაა Ford-ისთვის, რამაც შეიძლება  ავტომწარმოებლის მთელი წლის მოგება სწრაფად შეარყიოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023