მსოფლიო
30/10/2023

ავტომობილების პროფკავშირმა Ford-თან სავარაუდო გარიგებას მიაღწია

ავტომობილების გაერთიანებული პროფკავშირების ლიდერებმა Ford-თან სავარაუდო გარიგებას მიაღწიეს.

შეთანხმება სრულ განაკვეთზე დასაქმებულთათვის გულისხმობს ხელფასების ზრდას მინიმუმ 30%-ით და შეიძლება, გაორმაგდეს სხვა თანამშრომლებისთვის. მათი განცხადებით, ეს პროფკავშირის  გამარჯვებაა ბრძოლაში, რომელიც 15 წელია გრძელდება.

ახალი გარიგება მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის ჩადებას საწარმოო ინვესტიციებში, რაც საშუალებას გააჩენს დასაქმებულებისთვის 70,000 დოლარამდე დამატებითი ანაზღაურება გამოიყოს კონტრაქტის ორი წლის განმავლობაში.

დანახარჯების დაზოგვის დებულებები, რომელიც მოიცავდა კომპონენტების ქარხნებში მომუშავეთათვის ნაკლებ ანაზღაურებას, ვიდრე მანქანების აწყობაზე მომუშავეთათვის - გაუქმდა.

დროებითი მუშებისთვის ანაზღაურება გაორმაგდება. მუდმივი თანამშრომლებისთვის კი, ხელფასის დონე 2028 წლისთვის 30%-ზე მეტად, საათში 42,60 დოლარამდე გაიზრდება. გაიზრდება საარსებო ანაზღაურების ღირებულებაც.

სანაცვლოდ, Ford მიიღებს შესაძლებლობას $50,000-იანი შეუზღუდავი რაოდენობის აქციები ყველაზე მაღალანაზღაურებად ხანდაზმულ მუშაკებს შესთავაზოს. კომპანიას შეეძლება ისინი ახალგაზრდა დაქირავებულებით შეცვალოს, რომლებიც სამი წლის განმავლობაში შედარებით, დაბალ ანაზღაურებას მიიღებენ. ახალ დაქირავებულებს რვა წელი დასჭირდათ უმაღლესი ხელფასის მისაღწევად.

United Auto Workers-ის პროფკავშირმა მსოფლიოში Ford-ის უდიდესი ქარხანა თვის დასაწყისში დახურა და  მომგებიანი პიკაპების წარმოება შეაჩერა.

UAW-მ განაცხადა, რომ Ford's Kentucky-ის სატვირთო ქარხანაში პროფკავშირის 8700 წევრი გაიფიცა მას შემდეგ, რაც პროფკავშირისთვის ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ნომერ მეორე ავტომწარმოებელმა ხელშეკრულების შემდგომ გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023