მსოფლიო
29/01/2021

ბაქო-თბილისი-ყარსზე რუსეთის მიმართულებით პირველი საექსპორტო მატარებელი გაივლის

ანკარიდან მოსკოვის მიმართულებით ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით პირველი საექსპორტო მატარებელი გავიდა.

მატარებელი 15 კონტეინერისგან შედგება, თითოეული 40 ფუტიანია და საყოფაცხოვრებო საქონლით არის დატვირთული. ტვირთი რუსეთში, ვორსინოს სადგურში შევა. 4 650 კმ-ის გავლას მატარებელი 8 დღეში გეგმავს. მთლიანი ტვირთის მოცულობა 150 ტონაა 

თურქეთიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მეშვეობით რუსეთის მიმართულებით ტვირთების გადამისამართება აზერბიჯან-თურქეთ-რუსეთს შორის მიღწეული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა.

გადაზიდვების ოპერატორი კომპანიებია Pacific Eurasia Logistics (თურქეთი), GR Logistics (საქართველო), ADY Container (აზერბაიჯანი) და JSC Russian Railways Logistics (რუსეთი).

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით (ქალაქი სიანი) გასულ წელს 2-მა საკონტეინერო მატარებელმა გაიარა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023