მსოფლიო
29/04/2021

BioNTech-ის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, Pfizer-ის ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგაც იმუშავებს

BioNTech-ის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ Covid-19-ის ვაქცინა, რომელიც მისმა კომპანიამ Pfizer-თან ერთად პირველად წარმოადგინა, ინდოეთში გავრცელებული ახალი ვარიანტის წინააღმდეგად იმუშავებს.

jandacva.ge ცნობილ გამოცემა Financial Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ უგურ საჰინის (რომელმაც თავის მეუღლესთან ოზლამ თურეჯისთან ერთად გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია დაარსა) თქმით, BioNTech-მა ვაქცინა ვირუსის შესაძლო ვარიანტების გათვალისწინებით შექმნა.

BioNTech-ი აცხადებს, რომ ვირუსის 30-ზე მეტი ვარიანტი შეისწავლა, მათ შორის ინდოეთში დაფიქსირებული მუტირებული სახეობა, რომელიც ცნობილია როგორც B.1.617. მათი თქმით, აღნიშნულ ვარიანტს აქვს იგივე მუტაციები, რომლებიც კომპანიამ უკვე გამოიკვლია და რომელთა წინააღმდეგაც ვაქცინა ეფექტიანია.

ე.წ. ინდური შტამი ვირუსის გენომების გლობალურ ბაზაში გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში დარეგისტრირდა და მას შემდეგ ინდოეთის გარდა 20-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა, ძირითადად ინდოეთიდან ჩასულ ვიზიტორებში.

BioNTech-ი და Pfizer-ი იყვნენ პირველები, ვინც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბაზარზე გამოიტანა და მარეგულირებლების თანხმობაც მიიღო, თუმცა ინდოეთში მისი გამოყენება ამ დრომდე არ არის ნებადართული.

ინდოეთში Covid-19-ის დამანგრეველმა აფეთქებამ, რის შედეგადაც ყოველდღიურად ქვეყანაში გარდაცვალების 3000-მდე შემთხვევა ფიქსირდება, გააძლიერა ზეწოლა მდიდარ ქვეყნებზე, რათა ისინი დაბალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოებს ვაქცინების მიღებაში დაეხმარონ.

რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებულ სიახლეებს, საჰინის პროგნოზის თანახმად, ვაქცინირებულ ადამიანებს შესაძლოა 9-12 თვის შემდეგ მესამე ინექცია დასჭირდეთ. ამის მიზეზად მეცნიერი ასახელებს მონაცემებს, რომელთა თანახმადაც, გაკეთებიდან 6 თვეში ვაქცინის დაცვის დონე 95%-დან 91%-მდე იკლებს. მისივე თქმით, უახლოეს წლებში, სავარაუდოდ, საჭირო გახდება დამატებითი ვაქცინაცია ყოველ 12-18 თვეში ერთხელ. საჰინი ამბობს, რომ აუცილებელია, საზოგადოებებმა ისწავლონ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ხოლო მათ, ვისაც არ სურთ ან არ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება, თავდაცვის ახალ მეთოდებთან ადაპტაცია უნდა მოახდინონ

„ახალ რეალობაში ჩვენ, ალბათ, გაზეთებში ყოველ ორ კვირაში ერთხელ წავიკითხავთ ინფორმაციას მცირე აფეთქების შესახებ, რომლებიც კონტროლის ქვეშ იქნა აყვანილი. ჩვენ შევეგუებით ახალ რეალობას და Covid -თან დაკავშირებული ყველა ძლიერი ემოცია დაგვავიწყდება,“ – განაცხადა მეცნიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023