მსოფლიო
18/09/2023

Carrefour-მა მიმწოდებლების "შესარცხვენად" ფრანგულ ქსელში "shrinkflation" ნიშნები განათავსა

სუპერმარკეტების ქსელმა Carrefour-მა ფრანგულ ქსელში სპეციალური ნიშნები განათავსა, რითაც მომხმარებელს ზომაში შემცირებულ პროდუქციაზე აფრთხილებს.

წარწერა „shrinkflation“ დახლებზე სხვადასხვა პროდუქტებთან განთავსდა, რითაც ქსელი ცდილობს, ერთგვარად, მომწოდებლები შეარცხვინოს.

CARREFOUR COMMUNICATIONS-ის დირექტორი სტეფენ ბომპაისი ამბობს, რომ სხვადასხვა პროდუქტზე გარდა მისა, რომ ფასი გაიზარდა, ასევე მწარმოებლებმა ის ზომაშიც შეამცირეს.

„აი, მაგალითად, ცივი ჩაის პროდუქტი, რომელმაც „შეკუმშვა“  განიცადა - ეს ბოთლი 1.5 ლიტრიდან 1.25 ლიტრამდე ჩამოვიდა, და ამავე დროს მისი ფასი ლიტრზე 40 პროცენტით გაიზარდა“-აცხადებს ბომპაისი. 

მისივე თქმით, ინფლაციის პერიოდი ისედაც უკიდურესად შემზღუდავია მომხმარებლებისთვის, ხოლო ეს ნაბიჯი სუპერმარკეტების ბრენდისგან მაღალი გამჭვირვალობის დემონსტრირება და მათი მსყიდველობითი უნარის მხარდაჭერაა.

„მიგვაჩნია, რომ მწარმოებლები დამატებით, ფარულ ინფლაციას ახორციელებენ. კლიენტების მიმართ ეს პატიოსანი მიდგომა  არ არის და მომხმარებელი შეიძლება მოტყუვდეს, რადგან პროდუქტი თითქმის იდენტურია იმ წინა პროდუქციისა, რომელსაც ყიდულობდნენ. დღეს 26 დასახელების პროდუქტში დაფიქსირდა წონის ან მოცულობის ვარდნა და ამასთან, გაურკვეველი მიზეზის გამო, ლიტრზე ან კილოგრამზე ფასის მატება“ - ამბობს სტეფენ ბომპაისი.

სუპერმარკეტების ქსელში განმარტავენ, რომ „shrinkflation“ ნიშნები თაროებზე მანამდე დარჩება, ვიდრე მიმწოდებლები მიდგომას არ შეცვლიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023