ფოტო: REUTERS
მსოფლიო
22/06/2021

ჩინეთი ბანკებსა და საგადახადო კომპანიებს ციფრული ვალუტის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა და ჩინეთის სახალხო ბანკმა (PBOC) რამდენიმე მსხვილ ბანკს და საგადახდო კომპანიას, კრიპტოვალუტების ვაჭრობის შესახებ, ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა, - გადაწყვეტილება სიჩუანის პროვინციაში Bitcoin-ის მოპოვების ოპერაციების შეჩერებას უკავშირდება.

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკი აცხადებს, რომ იგი მიჰყვება PBOC-ს მითითებებს და სათანადო ყურადღებას აქცევს კრიპტოვალუტის მოპოვებისა და გარიგებების უკანონო ქმედებების აღმოფხვრას.

ჩინეთის მობილური და ონლაინ გადახდების პლატფორმა Alipay, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიის გიგანტ Ant Group-ს ეკუთვნის, აცხადებს, რომ შექმნის მონიტორინგის სისტემას კრიპტოვალუტის უკანონო გარიგებების გამოსავლენად.

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევით, 2020 წლის მონაცემებით, Bitcoin-ის გლობალური წარმოების დაახლოებით 65% ჩინეთზე მოდის.

ორშაბათს ბიტკოინის ფასი 10%-ით მეტი დაეცა, სამშაბათს კი აზიურ ვაჭრობაზე დასტაბილურდა.

საერთო ჯამში, კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით 50%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც აპრილში რეკორდულმა მაჩვენებელმა $63,000–ს მიაღწია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023