მსოფლიო
18/08/2023

ჩინური დეველოპერი აშშ-ს სასამართლოს გაკოტრებისგან დასაცავად მიმართავს

ჩინურმა დეველოპერმა China Evergrande Group-მა აშშ-ის სასამართლოს გაკოტრებისგან დასაცავად მიმართა.

კომპანიას სურს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ვალის - 32 მლრდ დოლარის რესტრუქტურიზაცია. ამიტომ, დეველოპერმა დაცვა მოითხოვა აშშ-ს გაკოტრების კოდექსის მე-15 თავის მიხედვით. აღნიშნული თავი კრედიტორებისგან იცავს იმ არაამერიკულ კომპანიებს, რომლებიც გადიან რესტრუქტურიზაციას და არსებობს საფრთხე, რომ მათ უჩივლებენ ან შეერთებულ შტატებში აქტივებს დააკავშირებენ.

Reuters-ის წყაროს განმარტებით, წარდგენა პროცედურულ ხასიათს ატარებს, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ვალის მქონე უძრავი ქონების დეველოპერმა - 300 მილიარდ დოლარზე მეტი ვალდებულებით, რესტრუქტურიზაციის პროცესში ეს ეტაპი უნდა გაიაროს.

ჩინეთის ქონებრივი კრიზისისა და ეკონომიკის დასუსტების შესახებ შეშფოთება იზრდება.

China Evergrande Group ოდესღაც ჩინეთის ყველაზე გაყიდვადი დეველოპერი იყო. ის უძრავი ქონების სექტორში ქვეყნის უპრეცედენტო სავალო კრიზისის სახედ იქცა. ეს სექტორი ჩინეთის ეკონომიკის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, მას შემდეგ, რაც 2021 წლის შუა რიცხვებში ლიკვიდურობის კრიზისი შეექმნა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023