მსოფლიო
24/02/2023

"ჩვენ ვაგრძელებთ მომავალში ინვესტირებას" - უკრაინის უმდიდრესი ბიზნესმენის ინტერვიუ Forbes-თან

რინატ ახმეტოვის კომპანიათა ჯგუფი SCM (System Capital Management)  აგრძელებს გაზის, ქვანახშირისა და რკინის მადნის მოპოვებას, ელექტროენერგიისა და ფოლადის წარმოებასა და მომავალში ინვესტირებას - ამის შესახებ ამერიკულ Forbes-სთვის მიღებულ ინტერვიუში უკრაინელმა მილიარდერმა განაცხადა.

ინტერვიუში ახმეტოვმა ასევე აღნიშნა, რომ ახლახანს მისმა ერთერთმა კომპანიამ შეიძინა ლიცენზია გაზის ძიებაზე პოლტავის ოლქში, გარიგების ღირებულებამ უკრაინისთვის რეკორდული 26 მილიონი დოლარი შეადგინა, მომავალში კი პროექტში 20 მილიონი დოლარის ჩადება იგეგმება.

SCM-ის საქმიანობის შედეგად უკრაინის ბიუჯეტმა 2022 წელს 2 მილიარდი დოლარი მიიღო.

„ჩვენი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოები და მმართველობითი ორგანოები 24/7 რეჟიმში მუშაობენ და ომის პერიოდის რთულ ამოცანებს წყვეტენ: სარემონტო სამუშაოებითა და ენერგოუზრუნველყოფით დაწყებული, უკრაინის არმიისთვის ასობით ათასი ჯავშანჟილეტის წარმოებით დამთავრებული. ჩვენი კომპანიები მკაცრ პირობებში მუშაობენ, იხდიან ხელფასებს, უზრუნველყოფენ სტაბილურობას, იხდიან გასადასახდებს და ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს ინვესტორების წინაშე,“ - განაცხადა SCM-ის მფლობელმა.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ეროვნულ გვარდიაში SCM-ის 13 ათასი თანამშრომელი ჩაირიცხა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის უმდიდრესმა ადამიანმა რიტან ახმეტოვმა ქონების 64% დაკარგა, თუმცა ქვეყნის უმდიდრესი ბიზნესმენის სტატუსს ინარჩუნებს.

2022 წლის დასაწყისში „ფორბსმა“ მისი ქონება 13,7 მილიარდ დოლარად შეაფასა, ივლისში კი - 4,9 მილიარდად. თუმცა SCM-ში განაცხადეს, რომ საომარი მოქმედებების პერიოდში აქტივების ნებისმიერი შეფასება მცდარია.

SCM-ში ერთიანდება 90-მდე კომპანია: აზოვსტალის და მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატები, პირველი უკრაინული საერთაშორისო ბანკი, სადაზღვევო კომპანია, საგამომცემლო ჰოლდინგი, მობილური ოპერატორი და სხვა. კომპანიათა ჯგუფში ჯამში 160 ათასი ადამიანია დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი გავიდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023