მსოფლიო
30/09/2020

COVID-ით დაზარალებული Walt Disney 28 000 თანამშრომელს ათავისუფლებს

Walt Disney 28 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს, - მიზეზი კორონავირუსი და შემცირებული ვიზიტორების რაოდენობაა.

”სამუშაო ძალის შემცირებასთან დაკავშირებით რთული გადაწყვეტილება მივიღეთ,“ - აცხადებს პარკების განყოფილების თავმჯდომარე ჯოშ დ'ამარო.

BBC-ის ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლება ეხება აშშ-ში მომუშავე თანამშრომლებს, რომელთა 67% ნახევარ განაკვეთზეა, თუმცა ეს არ ეხება „დისნეის“ პარკებს შანხაიში, ჰონგ-კონგში, ტოკიოსა და პარიზში.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის „დისნეი“ გასულ კვირას ხელახლა გაიხსნა, მას შემდეგ რაც Covid-19 შემთხვევების ზრდის გამო ივლისში მეორედ დაკეტეს.

Walt Disney-მ სამ თვეში 4,7 მილიარდი დოლარი დაკარგა. ხოლო მისი პარკების შემოსავალი 2019 წლის იგივე კვარტალთან შედარებით 85%-ით შემცირდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023