მსოფლიო
04/10/2022

Credit Suisse-ის აქციები რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

Credit Suisse განახლებული ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც მისი ყველაზე სარისკო ობლიგაციების ღირებულება ჩაიძირა და დეფოლტისგან დაზღვევის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. მისი აქციები 10%-ზე მეტით დაეცა, ხოლო წლიურ ჭრილში 60%-იანი კლება აქვს.

ბანკი სკანდალმა გაანადგურა - ასე აფასებს არსებულ სიტუაციას მსოფლიო მედია.

ინფორმაციისთვის, Credit Suisse დაკარგა მილიარდები Archegos Capital Management-ის დაშლის გამო, განიცადა დამატებითი ზიანი წარუმატებელი ფინანსური კომპანიის Greensill Capital-ის დაკრედიტების შედეგად და დაჯარიმდა ასობით მილიონით მოზამბიკში სესხის სკანდალში მონაწილეობისთვის.

166 წლის წინანდელი ბანკი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, თავისი  მარეგულირებელი ზომებით. მაგრამ შესაძლოა მას დასჭირდეს მილიარდობით დოლარის შეგროვება რათა გადალახოს რესტრუქტურიზაციის პროცესი და მზარდი იურიდიული ხარჯები, ამბობენ ანალიტიკოსები.

Credit Suisse-ის აღმასრულებელი დირექტორი ულრიხ კორნერი ცდილობდა დაერწმუნებინა კოლეგები ბანკის ფინანსური სიჯანსაღის შესახებ და მათ წერილობითაც მიმართა.

"ვიცი, რომ ადვილი არ არის ფოკუსირების შენარჩუნება იმ უამრავი ისტორიის ფონზე, რომელსაც კითხულობ მედიაში - განსაკუთრებით, მრავალი ფაქტიურად არაზუსტი განცხადების გაკეთების გათვალისწინებით. როგორც ვთქვი, მე მჯერა, რომ თქვენ არ ურევთ ჩვენი ყოველდღიური აქციების ფასების მაჩვენებელს ბანკის ძლიერ კაპიტალის ბაზასთან და ლიკვიდურობის პოზიციასთან. ჩვენ ვართ Credit Suisse-ის ფორმირების პროცესში გრძელვადიანი, მდგრადი მომავლისთვის - ღირებულების შექმნის მნიშვნელოვანი პოტენციალით. დარწმუნებული ვარ, რომ გვაქვს ის, რაც გვჭირდება წარმატებისთვის."- განაცხადა კორნერმა.

ბანკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მყარ ნიადაგზე რჩება. მაგრამ თუ კლიენტები შეშფოთდებიან და დაიწყებენ ფულის გამოტანას, ამან შეიძლება შექმნას საზიანო სიტუაცია. ასევე, ცნობილი გამოცემები წერენ, რომ Credit Suisse მთელი შაბათ-კვირის მანძილზე მსხვილ კლიენტებს არწმუნებდა, რომს სანერვიულო არაფერია აქვთ.  თუმცა, ზოგიერთ ინვესტორს მიაჩნია, რომ ბანკს ნაღდი ფული ეწურება.

ცნობისთბის, Credit Suisse Group არის ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტი კერძო საბანკო და აქტივების მენეჯმენტში, რომელსაც დიდი გამოცდილება საინვესტიციო ბანკინგის მიომართულებით. კომპანია 1856 წელს დაფუძნდა და მისი შტაბ-ბინა შვეიცარიაში, კერძოდ ციურიხში მდებარეობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023