მსოფლიო
24/04/2023

Credit Suisse-მა $68 მლრდ-ის აქტივები დაკარგა

Credit Suisse იტყობინება, რომ წლის პირველ კარტალში ბანკმა 61 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (68 მილიარდი დოლარი) აქტივები დაკარგა. გადინება გრძელდება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამხელა გამოწვევის წინაშე დგას UBS ჯგუფი, მისი კონკურენტის გადარჩენის გზაზე.

„ეს გადინება შემცირდა, მაგრამ ჯერ არ შეჩერებულა 2023 წლის 24 აპრილის მდგომარეობით“, - აცხადებს Credit Suisse.

ორგანიზაციის ცნობითვე, მომხმარებლებმა ნაღდი ფულის დეპოზიტების მნიშვნელოვანი ნაწილი ამოიღეს, ასევე, არ განაახლეს ვადაგასული ანაბრები. პირველ კვარტალში კლიენტების დეპოზიტები 67 მილიარდი შვეიცარული ფრანკით შემცირდა.

167-წლიანი ბანკის მიერ დამოუკიდებელად გამოცხადებული ეს შედეგები სავარაუდოდ ბოლოა, რადგან მისი UBS-თან შერწყმა მალე დასრულდება.

Credit Suisse-ის ქონების მართვის განყოფილების მიერ მართული აქტივები მარტის ბოლოს 502,5 მილიარდ ფრანკამდე შემცირდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდში 707 მილიარდს აღწევდა.

კლიენტებმა ფულის გამოტანა Credit Suisse-დან სწრაფად დაიწყეს მას შემდეგ, რაც ის ბაზრის არეულობაში მოჰყვა, რომელიც თავის მხრივ, აშშ-ის Silicon Valley Bank-ისა და Signature Bank-ის დაშლას მოჰყვა.

შექმნილმა ითარებამ შვეიცარიის ხელისუფლება აიძულა, სამაშველო პაკეტი შეექმნა, რომლის შედეგადაც UBS დათანხმდა 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის სანაცვლოდ Credit Suisse-ის ხელში ჩაგდებაზე და 5 მილიარდამდე ფრანკის ზარალზე. შეთანხმება მოიცავდა 200 მილიარდი ფრანკის სახელმწიფო ფინანსურ გარანტიებსაც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023