მსოფლიო
11/01/2021

Dr Martens საფონდო ბირჟაზე გასვლას გეგმავს

ფეხსაცმელების ბრენდი Dr Martens საფონდო ბირჟის ინვესტორებისთვის კომპანიის აქციების შეთავაზების შესაძლებლობას განიხილავს.

BBCის ცნობით, Dr Martens -ის უახლესი მონაცემები, კომპანიის მაღაზიებში არსებული Covid შეზღუდვების მიუხედავად, გაყიდვების ზრდას აჩვენებს. 

გამოცემის ცნობით, კომპანია წლიურად 60-ზე მეტ ქვეყანაში 11 მილიონ წყვილ ფეხსაცმელს ყიდის - წლიური გაყიდვებით 672 მილიონი ფუნტი სტერლინგი.

დოქტორ მარტენსის აღმასრულებელმა დირექტორმა კენი უილსონმა განაცხადა, რომ ბიზნესს „მნიშვნელოვანი გლობალური ზრდის პოტენციალი აქვს“ და დასძინა, რომ კომპანიამ „მასიურად“ ჩადო ინვესტიცია ბიზნესის განვითარებაში როგორც ონლაინ, ასევე მაღაზიაში.

ცნობისთვის, Dr Martens თავდაპირვლად იყიდებოდა, როგორც სამუშაო ფეხსაცმელი, თუმცა შემდგომში იგი 1960-იანი წლების ადრეულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ აიტაცა. Dr Martens ასევე პოპულარული გახდა პანკებში 1970-იან წლებში და ფეხსაცმლის აღორძინება მოხდა, როდესაც 1990-იან წლებში გამოჩნდა ბრიტპოპი.

 

 

ფოტო: BBC

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023