მსოფლიო
30/03/2023

ერაყის ქურთისტანიდან ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ სანავთობო ბაზრები შეაშფოთა

ნავთობის ფასებმა ცვალებადობა დაიწყო და ზრდის ტენდენცია უჩვენა. გაურკვევლობა ერაყის ქურთისტანიდან ექსპორტის ნაწილის შეჩერებამ გამოიწვია, რამაც, მიწოდების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით შეშფოთება გააჩინა.

ერაყის ნახევრად ავტონომიური ჩრდილოეთ ქურთისტანის რეგიონიდან დღეში 450,000 ბარელი ნავთობის ექსპორტი შაბათს შეჩერდა. მიზეზი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დაადასტურა რომ ნავთობის გადაზიდვისთვის ბაღდადის თანხმობა იყო საჭირო.

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ვითარება და ნავთობის ექსპორტი შეჩერებული იქნება, მით უფრო გაუარესდება მიწოდების პერსპექტივა“ - აცხადებს კომპანია PVM-ის ნავთობის ბროკერი სტივენ ბრენოკი.

ნორვეგიულმა ნავთობკომპანია DNO-მ კი განაცხადა, რომ  კომპანიის კუთვნილ ქურთისტანის საბადოებზე წარმოება შეაჩერა. Tawke და Peshkabir საბადოებიდან კომპანიამ 2022 წელს საშუალოდ 107,000 ბარელი მოპოვა, რაც ქურთების მთლიანი ექსპორტის მეოთხედს შეადგენს.

ნავთობის ბაზრებზე შექმნილ გაურკვევლობაზე აისახა ისიც, რომ საბანკო სექტორის შესახებ შეშფოთება შემსუბუქებულია ბაზარზე რამდენიმეკვირიანი ცვალებადობის შემდეგ. ამ შეშფოთებამ ნავთობის მოხმარება შეამცირა და 15 თვის მინიმუმამდე მიიყვანა 20 მარტს. დღეს კი, ინვესტორები მშვიდად არიან, დაშილილი Silicon Valley Bank-ის აქტივების გაყიდვის შედეგად.

ნავთობის ფასზე ასევე გავლენა იქონია აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგების შემცირებამ. ბაზრის წყაროების თანახმად, ამერიკის ნედლი ნავთობის მარაგი 6,1 მილიონი ბარელით დაეცა.

ახლა ყურადღება მიპყრობილია აშშ-ს ინვენტარიზაციის ოფიციალურ მონაცემებზე - ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ უნდა გამოაქვეყნოს მონაცემები და თქვას - ადასტურებს თუ არა ის ნედლი ნავთობის მარაგის შემცირებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023