მსოფლიო
20/10/2020

eutoday: ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის

საერთაშორისო მედიასაშუალება eutoday ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც 27 სექტემბრის შემდეგ რეგიონში განახლებულ დაპირისპირებასთან და საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის საუბარი. 

სტატიაში ნათქვამია, რომ ქალაქ შუშაში, რომელიც გაერო-ს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად არის აღიარებული, სამხედრო მოქმედებების შედეგად სომხური ქრისტიანული ეკლესია დაზიანდა. სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ტაძარზე შეტევაში დაადანაშაულა.

მიუხედავად გაერო-ს 4 რეზოლუციისა, რომელიც აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარის გაყვანას ითხოვს, აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%, მათ შორის ქალაქი შუშა, სომხური მხარის დეფაქტო კონტროლის ქვეშაა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, სომხური მხარის მიერ შუშაში ტაძრის აფეთქებაში აზერბაიჯანის დადანაშაულება საკმაოდ სახიფათო თემაა, რომელმაც შეიძლება კონფლიქტის აქამდე არ არსებული რელიგიური მოტივები გააღვივოს.

სომხეთი ქრისტიანული ქვეყანაა. აზერბაიჯანი მულტირელიგიური და მულტიკულტურული სეკულარული სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია, მაგრამ სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები, კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებებით, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.

გამოცემის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში დღეს მიმდინარე ომის საფუძველი საერთაშორისო სამართალის და სუვერენული კონტროლის აღდგენის საკითხია და მის რელიგიურ პროპაგანდასა და დავაში გადაზრდა არასწორი და ძალიან სახიფათო იქნებოდა.     

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023