მსოფლიო
27/06/2023

ევროპა ელექტრომობილებზე სრულად გადასვლისთვის ემზადება - "ოპელმა" ლოგო შეცვალა

გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია „ოპელი“ გეგმავს, 2028 წლისთვის ევროპის ბაზარზე სრულად ელექტრონული ბრენდი გახდეს.

ეს სწრაფვა აისახა მის ახალ ემბლემაში, რომელიც „ელექტრონული“ გახდა. იგი პირველად წლევანდელ ავტოგამოფენაზე გამოჩნდება, ავტომობილებზე კი მას უკვე 2024 წლიდან ვიხილავთ.

„დღეს ჩვენი „ელვა“ აქტუალურია როგორც არასდროს. ესაა არა მხოლოდ ინოვაციებისა და მობილურობის დემოკრატიზაციისკენ ჩვენი სწრაფვის სიმბოლო, არამედ იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ მივისწრაფვით, 2028 წლისთვის ევროპაში სრულად ელექტრონული ბრენდი გავხდეთ. წელს ჩვენს ხაზში იქნება უკვე 15 ელექტროფიცირებული მოდელი, ამიტომ ჩვენ სულ უფრო ხმამაღლა და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ოპელი“ - ესაა ელექტროფიცირებული ბრენდი,“ - განაცხადა ბრენდ „ოპელის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფროლან ჰეტლმა.

„ოპელი“ არის ბოლო ბრენდი, რომელმაც საკუთარი ლოგოს დიზაინი ელექტრომობილების ერაზე გადასვლის მზადების პროცესში შეცვალა.

“ოპელი” 2021 წლიდან კომპანია  Stellantis-ის შვილობილი კომპანიაა.1929 წლიდან 2017 წლამდე ის ამერიკულ ავტომწარმოებელ General Motors-ს ეკუთვნოდა.

ცნობისთვის: 2022 წლის ოქტომბერში დამტკიცებული გეგმით, ევროკავშირი 2035 წლიდან სრულად გადადის ელექტრომობილებზე. 12 წელიწადში ევროკავშირში შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვა და რეგისტრაცია აიკრძლება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023