მსოფლიო
29/06/2021

Facebook-ის საფონდო ბირჟის ღირებულებამ $1 ტრილიონს გადააჭარბა

მას შემდეგ, რაც ტექნიკურმა გიგანტმა აშშ-ს მარეგულირებლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო, Facebook-ის საფონდო ბირჟის ღირებულებამ $1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

BBC-ის ცნობით, ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორი სარჩელი ფედერალური სავაჭრო კომისიის და სახელმწიფოთა კოალიციისგან, რის გამოც Facebook-ის აქციები 4,2%-ით გაიზარდა.

Facebook-ს კონკურენციის ჩახშობაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ მოსამართლე ჯეიმს ბოასბერგმა დაადგინა, რომ FTC-ს საწინააღმდეგო საჩივარი სოციალური ქსელის გიგანტის მიმართ ბუნდოვანი იყო და სავარაუდო დარღვევები ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა.

”FTC-ს საჩივარში თითქმის არაფერია ნათქვამი საკვანძო კითხვაზე, თუ რამდენად დიდი ძალა ჰქონდა Facebook-ს სინამდვილეში განსაზღვრულ ანტიმონოპოლური ქმედებებისთვის, ფაქტები იურიდიულად არასაკმარისია,“ - წერს მოსამართლე ბოასბერგი.

ანალიტიკოსის აზრით, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს აშშ-ში კონკურენციის საწინააღმდეგო კანონის მომავალზე. მაკონტროლებელ ორგანიზაციას შეუძლია 28 ივლისამდე ხელახლა წარადგინოს ბრალდება.

ამასთან, ინვესტორებმა ეს მიიჩნიეს Facebook-ის მნიშვნელოვან გამარჯვებად, რაც აქციების ფასს უფრო მაღლა აყენებს. სხვა ტექნიკური გიგანტების - Apple-ის, Google-ის მფლობელის Alphabet-ის, Microsoft-ისა და Amazon-ის ღირებულებებმა უკვე გადააჭარბა $1 ტრილიონს, – წერს BBC-ი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023