მსოფლიო
20/10/2023

FED: აშშ-ის ცენტრალური ბანკი, საპროცენტო განაკვეთების შემდგომ ზრდას ფრთხილად განაგრძობს

ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა შეიძლება ნიშნავს, რომ Fed-მა ნაკლები უნდა გააკეთოს - ამის შესახებ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი „ფრთხილად გააგრძელებს“ საპროცენტო განაკვეთების შემდგომ ზრდას.

მისივე თქმით, გრძელვადიანი ობლიგაციების შემოსავლიანობის ბოლოდროინდელი მატება აძლიერებს ფინანსურ პირობებს, როგორც ეს ცენტრალურ ბანკს სურს და შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ Fed-ს ნაკლებად დასჭირდება შემდგომი განაკვეთების გაზრდა.

„მე და ჩემი კოლეგები მტკიცედ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას და ვალდებულებას - დროთა განმავლობაში დავბრუნდეთ ინფლაციის 2%-იან მაჩვენებელს. მთელი რიგი გაურკვევლობები - როგორც ძველი, ასევე ახალი, ართულებს ჩვენს ამოცანას, თუ როგორ ვიპოვოთ ბალანსი მონეტარული პოლიტიკის ძალიან გამკაცრებასა და ძალიან მცირე გამკაცრებას შორის. ძალიან ცოტას გაკეთებამ შეიძლება მიზნობრივი ინფლაცია გააძლიეროს. ძალიან ბევრის გაკეთებამ კი, ასევე შეიძლება ზედმეტი ზიანი მიაყენოს ეკონომიკას. გაურკვევლობისა და რისკების გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შორს წავედით, კომიტეტი ყურადღებით განაგრძობს მუშაობას. გადაწყვეტილებებს განვითარებადი პერსპექტივისა და რისკების ბალანსის საფუძველზე“ - განაცხადა Fed-ის თავმჯდომარემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023