მსოფლიო
26/03/2021

ფრენების შემცირების მიუხედავად სამოქალაქო ავიაციაში უბედური შემთხვევების მაჩვენებლი გაიზარდა

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ფრენების შემცირების მიუხედავად 2020 წელს სამოქალაქო ავიაციაში უბედური შემთხვევების მაჩვენებლის ზრდაზე აცხადებს.

როგორც Avia News-ი წერს, 2020 წელს უბედური შემთხვევის მაჩვენებელმა 1 მლნ ფრენაზე 1,71 შემთხვევა შეადგინა. ეს კი ხუთწლიან  (2016-2020) საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. საანგარიშო პერიოდში 1 მლნ ფრენაზე 1,38 შემთხვევა დაფიქსირდა.

იმავდროულად, IATA-ს პრესრელიზში მითითებულია, რომ ფრენების საერთო რაოდენობა 2020 წელს შემცირდა 53%-ით ანუ 22 მილიონით. საავიაციო შემთხვევების შედეგად სიკვდილის რისკი, უცვლელი დარჩა და საშუალო ხუთწლიანი მაჩვენებლის 0.13 – იდენტურია. 

IATA-ის ინფორმაციით, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით საავიაციო შემთხვევების მაჩვენებელი 52-დან 38-მდე შემცირდა. სასიკვდილო შემთხვევების რიცხვი კი 8-დან 5-მდე დაეცა. გარდა ამისა, როგორც პრესრელიზში აღინიშნა, შარშან კომერციულ ფრენებზე დაფიქსირებული საავიაციო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შეადგინა 132 ადამიანი, რაც წინა წლის თითქმის ნახევარია, როდესაც 240 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, პირველად 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ფრენის დროს არ დაფიქსირებულა კონტროლის დაკარგვა, რაზეც სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი მოდის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023