მსოფლიო
07/09/2023

Galt&Taggart: საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი 2.2%-ით გაიზარდა

2023 წლის აგვისტოში ხორბლის ფასი 2.2%-ით გაიზარდა,- ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით, აგვისტოში 1 ტონა ხორბლის ფასი 231 აშშ დოლარს შეადგენდა. 

ხორბლის მიწოდებაში გაურკვევლობა კვლავაც გრძელდება, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის და მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტითაა განპირობებული.

ამასთან, 2023 წელს კანადაში, ხორბლის ერთერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში, მშრალი კლიმატური პირობების გამო, წლიურად, წარმოების 14%-ით შემცირებას ვარაუდობენ. 

"გაზრდილი გაურკვევლობის მიუხედავად, ხორბლის საორიენტაციო ფასები კვლავ 20%-ით დაბალია წინა წელთან შედარებით, რაც განპირობებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უხვი მოსავლით,"-აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.

რაც შეეხება საქართველოს, ამავე მიმოხილვის მიხედვით, ხორბლის იმპორტი საქართველოში თითქმის 40%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 7 თვეში იმპორტი 27 მლნ დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 19 მლნ დოლარი იყო. 

 

 

 

 
 
 
 
 
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023