მსოფლიო
01/05/2020

გამხელილი ულტიმატუმი – Reuters-ი ტრამპისა და საუდის არაბეთის პრინცის საუბრის დეტალებზე წერს

ტრამპი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტით დაემუქრა, – Reuters-მა გაიგო, როგორ აიძულეს საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების შემცირებაზე დათანხმებულიყო.

გავლენიანმა სააგენტომ 2 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტსა და მუჰამედ ბინ სალმანის სატელეფონო საუბრის დეტალები გაიგო. 4 სანდო წყარო ყვება, რომ სატელეფონო საუბრისას განიხილეს ნავთობის ფასები.

ტრამპმა პრინცს უთხრა, რომ თუ OPEC-ი არ დაიწყებდა ნავთობის მოპოვების შემცირებას, ის ხელს არ შეუშლიდა კანონმდებლებს ამერიკელი ჯარისკაცების სამეფოდან გაყვანის თაობაზე კანონის მიღებაში.

75- წლიანი სტრატეგიული ალიანსის გაწყვეტის მუქარა იყო მთავარი გზავნილი ზეწოლაში, რასაც საბოლოოდ, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე გლობალური შეთანხმება მოჰყვა.

წყარო ყვება, რომ მუჰამედ ბინ სალმანი იმდენად სახტად დარჩა ამ მუქარით, რომ ყველას ოთახის დატოვება უბრძანა, რათა საუბარი მხოლოდ მათ შორის გაგრძელებულიყო.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტრამპის ეს ძალიასხმევა ფასების რეკორდული ვარდნის გამო, ამერიკული ნავთობინდუსტრიის დასაცავად იყო მიმართული.

ანონიმი ამერიკელი ჩინოვნიკი Reuters-თან ამბობს, რომ საბოლოო ჯამში გზავნილი იყო ასეთი „ჩვენ ვიცავთ თქვენს ინდუსტრიას, მაშინ როდესაც თქვენ ანადგურებთ ჩვენსას“.

Reuters -მა ტრამპსაც ჰკითხა, იყო თუ არა ასეთი საუბარი მემკვიდრე პრინცთან. ტრამპის პასუხი ასეთი იყო – „მე არ მჭირდებოდა ამის თქმა“.

ტრამპის თქმით, როგორც რუსეთის, ასევე საუდის არაბეთის ლიდერები „ძალიან გონივრულად მიუდგენენ საკითხს, რადგანაც ისინი ხედავდნენ პრობლემას და დაიწყეს მისი გადაჭრა“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სატელეფონო საუბრამდე 1 კვირით ადრე რესპუბლიკელმა ორმა კონგრესმენმა კონგრესში შეიტანეს კანონპროექტი საუდის არაბეთიდან ამერიკელი სამხედროების, ასევე პაკეტ „პატრიოტის“ და ანტისარაკეტო სისტემის გამოყვანაზე, თუ საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას არ შეამცირებდა.

როგორც იცით, 1 მაისიდან ძალაში შედის ნავთობის მოპოვების შემცირება. ნავთობის ბაზარზე მაღალი რყევა ფიქსირდება. 20 აპრილს ამერიკული WTI-ის მარკის ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, უარყოფით ნიშნულამდეც კი დაეცა და 1 ბარელის ღირებულება -37.63 აშშ დოლარს შეადგენდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023