მსოფლიო
23/10/2023

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს

ალპებში მდებარე გიგანტური სატელიტური ანტენის შიდა ნაწილში ათობით მზის პანელი დამონტაჟდა.

მსგავსი ტიპის ინსტალაცია ვალეს კანტონში, ქალაქ ლეუკში მეორეა - როდესაც მოძველებული სატელიტური ანტენა მწვანე ენერგიის ელექტროსადგურად გარდაიქმნა.

32 მეტრის სიგანის ანტენები სატელეკომუნიკაციო კომპანიების - Leuk Teleport-ისა და Data Center AG-ის ობიექტებს შორის, ზღვის დონიდან დაახლოებით, 1000 მეტრზე მდებარეობს.

ეს სიმაღლე მათ საშუალებას აძლევს ზამთარშიც კი მზის სინათლის ოპტიმალური დონე მიიღონ. ენერგეტიკული სერვისების კომპანია CKW Group-ის თანახმად, ასეთი ტიპის ერთ ანტენას შეუძლია 25 სახლის ენერგეტიკული საჭიროების დაკმაყოფილება.

შვეიცარიის მთავრობამ გასული წლის აგვისტოში კამპანია წამოიწყო, რომლითაც მომხმარებლებს და ბიზნესს მოუწოდა, დაზოგონ ენერგია, რათა თავიდან აიცილონ გაზისა და ელექტროენერგიის დეფიციტი.

ქვეყნისთვის დეფიციტის შევსების ერთ-ერთი წყარო შესაძლოა, სწორედ მზის ენერგია შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან მისი წილი შვეიცარიის ენერგეტიკულ ბალანსში იზრდება.

energynews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023